თეგი: დემნა გვასალია

დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. "დემნას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციის თვალიერებისას ჩემი გული შეხტა და შემდეგ გაიხსნა. ასეთი გრძნობა ბოლოს ბავშვობაში, დედაჩემის მოდის ჟურნალების თვალიერებისას დამეუფლა. ვგრძნობ იმ ზრუნვასა და პატივისცემას, რომელიც დემნას, ბრენდის ისტორიისადმი აქვს". – წერს Time-ისთვის ეიფორიის მსახიობი ალექსა დემი. ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.  

Balenciaga-ს ფეხსაცმელი, დახეულისა და ჭუჭყიანის ეფექტით €1 500-მდე გაძვირდა

Balenciaga-ს სახლს, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რომ მისი უახლესი სპორტული ფეხსაცმლის შესახებ ყველას ელაპარაკა. დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა ჰიბრიდული შარვლის წარმოდგენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რომელშიც ჯინსი და სატვირთო შორტები იყო შერწყმული, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა ნახმარისა და დახეულის ეფექტით ახალი სპორტული ფეხსაცმელი წარმოადგინა. რომლის ფასიც მალევე € 395-დან €1450 - მდე გაძვირდა. ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია გამოცემა Time-მმა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გვასალიას ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. ცნობისთვის, ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.

დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

დიზაინერი დემნა გვასალია საპატიო თბილისელის ჯილდოს მფლობელია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას; რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი; ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ შეგვიძლია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ დემნა გვასალიას კანდიდატურა - ადამიანის, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია, არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი. დემნა ცხადია, დღეს თბილისში არ იმყოფება, იცით, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო და მე მექნე შესაძლებლობა, საპატიო თბილისელის წოდება ოფიციალურად გადავცე პირადად მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაჯოლდოებულებს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.  

დემნა გვასალია Balenciaga-ს კამპანიის გამო ბოდიშს იხდის

ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.  ფოტოსესიისას ბავშვები გადაიღეს სათამაშო დათუნიებთან ერთად, რომლებსაც BDSM აქსესუარები ეკეთათ. ასევე, ფოტოსესიაზე ჩანდა ღვინის ჭიქები და სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. კრიტიკის შემდეგ მოდის სახლმა კამპანიის ფოტოები წაშალა. „მინდა, პირადად ბოდიში მოვიხადო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. მიუღებელი იყო ბავშვების ჩართვა იმ საგნების დემონსტრირებაში, რომლებსაც მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხანდახან მიყვარს საზოგადოების პროვოცირება ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ არასდროს დამიკავშირებია ისეთ საშინელებასთან, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა. მე ვგმობ ამას. წერტილი. უნდა ვისწავლო ამ სიტუაციიდან, მოვუსმინო და დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიყენო. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც განაწყენებულია კამპანიის ვიზუალით. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მივიღებთ ზომებს არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს აღარ განმეორდეს, არამედ ბავშვების კეთილდღეობაზეც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“,- წერს დემნა გვასალია Instagram-ზე. „რამდენიმე დღეა, Balenciaga მოდის სახლის ირგვლივ კრიტიკა არ ცხრება. ბრენდმა საბავშვო მოდელებითა და საკამათო აქსესუარებით სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რისთვისაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის გამართლებაში ბრალდებები მიიღო“, - წერს მედია.